ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
სიახლეები
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაცია

სექ 18, 2026

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაცია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება 2026 წლის 25 სექტემბერს როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს  შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით.  ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით. (იხ. დანართი – ფიზიკური პირის დამკვირვებლად-რეგისტრაციისას-განცხადების-ფორმა ).

იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება (იხ.დანართი – იურიდიული პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა ).


ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და
პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც
ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას  განახორციელებენ. 

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.

დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ
დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: kantselaria@tsc.edu.ge