ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საზღვარგარეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია

თსკ-ს მისიაა, წვლილი შეიტანოს სამუსიკო განათლებისა და არტისტული/შემოქმედებითი ცხოვრების განვითარებაში საერთაშორისო მასშტაბით, საერთო ევროპულ საგანმანათლებლო და გლობალურ სივრცეში ინტეგრაციის გზით.

თსკ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს:

  • თსკ-ს, როგორც საგანმანათლებლო, კვლევითი და შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოციზიციონირება საერთაშორისო დონეზე;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო და გლობალურ აკადემიურ/არტისტულ სივრცეში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინტეგრაცია;
  • სწავლისა და სწავლების, კვლევისა და შემოქმედების ხარისხის გაუმჯობესება ინტერნაციონალიზაციის გზით.

თსკ საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიული განვითარების ამოცანას წარმოადგენს:

  • ევროპული სტანდარტების და განზომილების ჩამოყალიბება უმაღლეს სამუსიკო განათლებაში;
  • მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობის და საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება;
  • სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • კონსერვატორიის მიმზიდველობის გაძლიერება საქართველოს ფარგლებს გარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ფართო საინფორმაციო საქმიანობა;
  • უცხოელი აკადემიური პერსონალის და უცხოელი სტუდენტების მოზიდვა;
  • ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსების/მოდულების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობა;
  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშვება;
  • სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდება სწავლის, სწავლების, არტისტული შემოქმედების, კვლევისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესების, აქტუალური ტენდენციების და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ.

თსკ საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა:

1.   სწავლება

ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის განვითარება პარტნიორ უმაღლესთან ერთად ტრადიციული ქართული მუსიკის (როგორც მსოფლიო მუსიკის ნაწილის), მუსიკის პედაგოგიკის და მუსიკის ტექნოლოგიის სფეროში მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის შექმნა და იმპლემენტაცია ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან ერთად ახალი სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვა e-learning პლატფორმის სახით სალექციო ტიპის მეცადინეობებში.

2.  კვლევა

შემოქმედებითი კვლევის (artistic research) მიმართულების განვითარება ბერგენის მუსიკის აკადემიასთან და კონსერვატორიათა ევროპულ ასოციაციასთან (AEC) ერთად კვლევა, ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტები, შემოქმედებითი კვლევისა (artistic research) და სწავლების ურთიერთკავშირი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

3.  შემოქმედებითი/არტისტული აქტივობა

  • ერთობლივი შემოქმედებითი/არტისტული აქტივობა ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში (როგორც გლობალური მუსიკის ნაწილი).
  • საკონცერტო აქტივობა, ფესტივალები, კონკურსები

4.  სასწავლო გარემო

  • მიმზიდველი სასწავლო გარემოს განვითარება, გაუმჯობესება, შექმნა საერთაშორისო პროექტებში ჩართვის გზით
  • სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის არადისკრიმინაციული გარემოს მდგრადი განვითარება და ხელშეწყობა

5.  ინდივიდუალური მობილობა

სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა ERASMUS+ ICM და EURASIA პროგრამის (ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრი) ფარგლებში: ეს მოიცავს როგორც სტუდენტთა სასწავლო მიზნით გაცვლას (12 თვემდე), ისე სტაჟირებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (ერაზმუს პროგრამის ფარგლებში); აგრეთვე გამოცდილების გაზიარების, კომპეტენციების შექმნის და უნარების ჩამოყალიბების მიზნის მიღწევას მასში ძირითადი ადმინისტრაციული ერთეულების და აკადემიური პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვის გზით.

6.  სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორობა

  • რეგიონული პარტნიორობის გაძლიერება: სკანდინავიის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მიმართულებით ერასმუსის ფარგლებში;
  • თანამშრომლობის ჩამოყალიბება დიდი ბრიტანეთის რელვანტურ მუსიკის აკადემიებთან;
  • ევროპულ კონსერვატორიათა ასოციაციაში თანამშრომლობის გაძლიერება და მონაწილეობა მრავალმხრივ თემატურ ქსელებსა და პროექტებში, ევროპულ კონსერვატორიათა ასოციაციასთან მუშაობის გააქტიურება კვლევის (. . artistic research) სამუშაო ჯგუფთან მიმართებით, საერთაშორისო ქსელის GLOBAL MUSIC წევრად გახდომა.
  • Erasmus + ICM და EURASIA ინტენსიურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.

7.   მოკლევადიანი საგანმანათლებლო აქტივობები

მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები, ინტენსიური კურსები, ლექციები, კონფერენციები/სიმპოზიუმები

8.   პარტნიორობა და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ შემოქმედებით ორგანიზაციებთან, სააგენტოებთან, საზოგადოებებთან, ქსელებთან და სხვ.

კონტაქტი

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოთახი: 225
ტელეფონი (+995 32) 2 98 71 86
ელ.ფოსტა ir.office@tsc.edu.ge
მისამართი 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8-10