ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
სიახლეები
ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე 2026-2027 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის

ოქტ 21, 2026

ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე 2026-2027 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის


სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2026-2027 სასწავლო წელს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე – „საშემსრულებლო ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკოლოგია“, სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე.


მოსამზადებელი კურსის მიზანია შიდა მისაღები გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა დაიწყება 2026 წლის 02 ნოემბრიდან (ხანგრძლივობა 7 თვე)

ჯგუფური (მუს. თეორია) და ინდივიდუალური მეცადინეობების მსურველებმა, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრის 17:00 საათისა, უნდა გამოაგზავნონ:
1. განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. ყოველთვიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.

შენიშვნა: ჯგუფი გაიხსნება 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში.


კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8-10