ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
მანანა ანდრიაძის სახ. საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია

მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია დაარსდა 2007 წელს ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების მიმართულებაზე (თავდაპირველად ქართული საერო და სასულიერო კვლევითი ლაბორატორიის, შემდგომ კი – სასულიერო მუსიკის ლაბორატორიის სახელწოდებით) პროფესორ მანანა ანდრიაძის ინიციატივით, რომელიც კოორდინაციას უწევდა სასულიერო მუსიკის კვლევის ჯგუფს. 2007-2008 სასწავლო წლიდან ლაბორატორია გამოეყო ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების მიმართულებას და საეკლესიო მუსიკის ახლად შექმნილ მიმართულებასთან განაგრძო არსებობა. დაარსების დღიდან ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი.

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილია ძველი სასულიერო მუსიკისა და მომიჯნავე დარგების (ლიტურგიკა, სასულიერო პოეზია, თეოლოგია)  სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა, საგალობელთა სანოტო კრებულები და ხელნაწერთა ფოტოპირები. ლაბორატორიაში დაცულია ასევე  მუსიკისმცოდნე გივი ლორთქიფანიძის პირადი არქივი.ლაბორატორიის ხელმძღვანელის ინიციატივით 2015 წლიდან დაარსდა ექვთიმე კერესელიძის სახელობის  მუდმივმოქმედი სემინარი, რომლის ფარგლებში ტარდება შეხვედრები მეცნიერ-მკვლევრებთან, რომლებიც სწავლობენ საეკლესიო მუსიკას, ჰიმნოგრაფიასა და ლიტურგიკას. 


შეხვედრებზე მიმდინარეობს საინტერესო დისკუსიები საეკლესიო გალობასთან დაგავშირებული პრობლემატიკის ირგვლივ.ლაბორატორიის თანამშრომლები აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით,   სამეცნიერო მეთოდურ და პრაქტიკულ მუშაობას. ისინი მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, აქვეყნებენ სამეცნიერო  პუბლიკაციებს როგორც კონსერვატორიის, ისე სხვა ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებში; აქტიურად საქმიანობენ  სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში (მათ შორის, საოჯახო არქივებში) დაცული საგალობელთა უცნობი ნევმირებული თუ ნოტირებული ხელნაწერების, მგალობელთა და სასულიერო მუსიკის მკვლევართა საარქივო მასალების მოძიება-გამოვლენის, მათი ციფრული ვერსიების მოპოვებისა და   სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვის მიზნით; მონაწილეობენ კონსერვატორიის სასწავლო პროცესში.


ლაბორატორიაში შექმნილია კომფორტული სამუშაო და სასწავლო გარემო საეკლესიო მუსიკის სპეციალობის სტუდენტ-მუსიკისმცოდნეთათვის. როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს მუშაობაში დიდ დახმარებას უწევს ლაბორატორიის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდი და ხელნაწერთა ციფრული ვერსიები. ლაბორატორიის თანამშრომლები დახმარებას და კონსულტაციას უწევენ არა მხოლოდ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან გალობის პრაქტიკულ ცოდნას ან აწარმოებენ კვლევით მუშაობას, არამეტ ყველა დაინტერესებულ პირს.

member image

მაგდა სუხიაშვილი

ლაბორატორიის ხელმძღვანელი

member image

ეკატერინე ყაზარაშვილი

სპეციალისტი

კონტაქტი

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია

მისამართი 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10