ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საერთაშორისო აღიარების უმაღლესი სასწავლებელია
თბილისის კონსერვატორიის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის კავკასიის რეგიონის
პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ამ მხარეში მუსიკალურ ტრადიციებს ისეთივე უხსოვარი დასაბამი
აქვს, როგორიც თავად ქვეყანას: ქართული ტრადიციული მუსიკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.
პროფესიული მუსიკის მთავარი სასწავლებელი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კი არა მხოლოდ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მუსიკალური კერა, არამედ საერთაშორისო აღიარების უმაღლესი სასწავლებელია. ამისი დასტური კი ჩვენი პედაგოგები და კურსდამთავრებულები არიან: წარსულში ლეგენდარული და თანამედროვეობის მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები, რომლებსაც თბილისის კონსერვატორიის სახელი სულ უფრო ხშირად გააქვთ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს დარბაზებში თუ სცენებზე.