მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: 1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო პროფესიული განათლება; 2. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება. 3. შიდა შესარჩევი გამოცდა.
შიდა შესარჩევი გამოცდა გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის საგნის სწავლებისას გამოყენებული მეთოდების (რიტმის გრძნობის განვითარება, სიმღერის შესწავლა, იმპროვიზაციის ან კომპოზიციის უნარის განვითარებაზე მუშაობა და ა.შ.) თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შემოწმებას, მითითებულ პრობლემატიკაზე მოდელირებული გაკვეთილის ჩატარების გზით. საგამოცდო საკითხები იხ.ბმულმზე https://drive.google.com/file/d/1hayYPLZNHU7q3EZb6xdS2U2Aita-8Rdu/view?usp=sharing
2026-2027 ს.წ. მიღება:
მისაღები ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი - აფინანსებს სახელმწიფო
შენიშვნა: პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდაში მიღებული შეფასებების რეიტინგული სიისა და გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
რეგისტრაცია: ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge საბუთების გამოგზავნა 2026 წლის 01 სექტემბრიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე; (ხარვეზების გამოსწორება 2026 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათამდე);
რეგისტრაციისას წარმოსადგენი საბუთები:
1. რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა); https://drive.google.com/file/d/1hW4Dwy44wzgCYBLZt3h4e1ddeaShnDoI/view?usp=sharing
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
4. კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები)https://drive.google.com/file/d/1QXWYRUXicItpzlfQrk9gumv791RpfeEG/view?usp=sharing
5. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედნის ელ. ასლი;
6. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების / საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ამსახველი დოკუმენტი.
რეგისტრირებულთა რაოდენობა: - - - (გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
შიდა შესარჩევი გამოცდა: 15-16 სექტემბერი (დაზუსტდება რეგისტრაციის შემდეგ)
კონტაქტი