ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ფაკულტეტების მიხედვით ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით არჩეულ სტუდენტთა ერთობლიობას. 

სტუდენტური თვითმმართველობა შედგება პარლამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი აპარატისგან. 

აპარატი წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 8 პარლამენტის წევრისაგან. თვითმმართველობის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის პრეზიდენტი.