არქივი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი დაარსებულია კონსერვატორიის
დღიდან. საარქივო განყოფილება კონსერვატორიის ისტორიისა და მეხსიერების
დიდარ ფონდებს შეიცავს, რომლებიც ასახავს კონსერვატორიის ისტორიული განვითარების გზას.
საარქივო ფონდების აღწერა დაწყებულია 1919 წლიდან. დაცული მასალები უშუალოდ ეხება
ერთი მხრივ, დიდ მუსიკოსთა პედაგოგიურ და შემოქმედებით მოღვაწეობას, ხოლო მეორე
მხრივ, წარმოდგენას გვიქმნის სამუსიკო განათლების განვითარებაზე. კონსერვატორიაში მოღვაწე
პედაგოგ-შემსრულებლები მოწოდებულნი იყვნენ და მუდამ ცდილობდნენ სამუსიკო განათლება
და უმაღლესი პროფესიული ოსტატობა ქართული და ევროპული ტრადიციების
გათვალისწინებით აეყვანათ განვითარების მაღალ საფეხურზე.