ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლას ამ დაწესებულების დაარსებისთანავე
(1917) ჩაეყარა საფუძველი.
1935 წელს შეიქმნა ქართული მუსიკის კაბინეტი, რომელიც 1946 წელს მუსიკის ისტორიის კათედრის
დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად − ქართული ფოლკლორის კაბინეტად, ხოლო 1947 წლიდან
ლაბორატორიად ჩამოყალიბდა. მას ხელმძღვანელობდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (1935-1939, 1947-1949),
ვლადიმერ ახობაძე (1953-1959), კახი როსებაშვილი (1959-1974), თემურ ერისთავი (1974-1975), მერაბ
ოდიშარია (1975-1977), რუსუდან ქუთათელაძე (1977-1981), ქეთევან ბაიაშვილი (1981-89), ქეთევან
მათიაშვილი (1989-დღემდე).