ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ-კაბინეტი შეიქმნა 1997 წლის მაისში. მის ფონდებში დაცულია ქართული მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. მუზეუმი მდიდარია ორსაუკუნოვანი სიძველის უნიკალური ექსპონატებით, რომელთა კუთვნილების პერიოდი მოიცავს ეპოქას XIX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე.

1850 წლით დათარიღებული აფიშები, პროგრამები, ფასდაუდებელი ხელნაწერები, კედლის ფაიფურის სამშვენისები, ქართველ მხატვართა მიერ საოპერო სპექტაკლებისათვის შექმნილი ესკიზები და ლიბრეტოები; კონსერვატორიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია (კონსერვატორიის სამხატვრო საბჭოს 1917-1919 წლების ოქმები), ავტოგრაფები, ცალკეული და ჯგუფური ფოტოები, მათ შორის: ზ. ფალიაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, დ. არაყიშვილი, ა. ვირსალაძე, კ. ალიხანოვი, ფ. კესნერი, ა. თულაშვილი, ა. რუბინშტეინი, ლ. ტრუსკოვსკი, ვ. ჰოროვეცი, ა. და ვ. ლევინები, დ. ანდღულაძე და სხვ. სახელგანთქმული მუსიკოსების პირადი ნივთები, მათ შორის: მ. გლინკას, პ. ჩაიკოვსკის, თ. შალიაპინის, ი. ჰოფმანის, ტ. დიუბუას, ს. რახმანინოვის, გალსტონის ავტოგრაფები. თითოეული ექსპონატის ისტორია ქართული მუსიკალური კულტურის ღირშესანიშნავ ფაქტს უკავშირდება, რომელთა მიღმაც თვით ქვეყნის ცხოვრება ჩანს. კაბინეტში დაცული მასალა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ იქცა თბილისი არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბითაც მოწინავე კულტურულ ცენტრად, სადაც მოღვაწეობას ან საგასტროლოდ ჩამოსვლას პატივად მიიჩნევდნენ იტალიური და რუსული საოპერო, თუ საბალეტო დასები, საუკეთესო კომპოზიტორები თუ პედაგოგ-შემსრულებლები.

კონტაქტი

ბიბლიოთეკა ტელ (+995 32) 2 99 91 49 (+995 32) 2 33 70 88 (+995) 599 98 09 02
ელ.ფოსტა museum@tsc.edu.ge mchikhladze@gmail.com
სამუშაო საათები ორშ.-პარ. 11:00 – 17:00 სთ