გარე მობილობა გულისხმობს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას. გარე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge)
დარეგისტრირება.
შიდა მობილობა გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან/სპეციალობიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე გადასვლას. შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ.
მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“ და “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის წესი“. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას უწევს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მობილობის უფლება აქვს
პირს, რომელიც
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით
ჩაირიცხა და სწავლობდა
არანაკლებ ერთი
წლის (ორი
აქტიური სემესტრის)
განმავლობაში; ამ პერიოდში
არ შედის
ის დრო,
როდესაც პირს
შეჩერებული ჰქონდა
სტუდენტის სტატუსი;
შეჩერებული სტატუსის
მქონე სტუდენტი
უფლებამოსილია ისარგებლოს
მობილობით. სტუდენტს
შეჩერებული სტატუსი
შესაძლებელია ქონდეს
ჯამში 5 წლის
განმავლობაში. მობილობის
უფლება აქვს
ასევე სტუდენტს
სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
მობილობის პროცედურა
საქართველოს სხვა უსდ-დან კონსერვატორიაში გადმოსვლის მსურველი პირი ვალდებულია:
ა) გაიაროს შიდასაკონსერვატორიო რეგისტრაციის პირველი ეტაპი;
ბ) გაიაროს კონსერვატორიის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური/გამოცდა);
გ) გაიაროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელ.პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაცია,
დ) გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ.პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში და
დადებითი
პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართოს კონსერვატორიას რეგისტრაციის მეორე
ეტაპის გასავლელად;
ე) გაეცნოს კონსერვატორიის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი
განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.
*პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ „ა“ და „ბ“
პუნქტების შესრულება საჭიროა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელ.პორტალზე https://students.emis.ge/
რეგისტრაციიის შემდეგ!
შენიშვნა: ერთსა და იმავე საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალობაზე ერთდროულად მობილობისა
(შემოდგომის სემესტრი) და ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების
ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსს (შემოქმედებითი
ტური/გამოცდა) გაივლის ერთხელ; აპლიკანტის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ განსაზღვრული
პრიორიტეტით.
საბუთების ნუსხა და რეგისტრაცია
სხვა უსდ-დან გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა
გამოაგზავნოს
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე:
ა) რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა 1);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) კონკურსში (შემოქმედებით ტური/გამოცდა) მონაწილეობის
საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე:
ა) პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სტუდენტის პირადი საქმის (სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი/
მაგისტრებისათვის ბაკალავრის დიპლომი; ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის,
კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლები;
ბ) განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე (იხ. ფორმა2);
გ) პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები ან/და ანოტაციები (კრედიტების
აღიარების კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში).
მობილობის პროცედურა
შიდა
მობილობაში/რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია:
ა) გაიაროს რეგისტრაციის პირველი ეტაპი;
ბ) გაიაროს შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური/გამოცდა);
გ) გაეცნოს მობილობის კონკურსის შედეგებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიაროს რეგისტრაციის მეორე ეტაპი;
დ) გაეცნოს კონსერვატორიის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.
შენიშვნა: ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე ერთდროულად მობილობისა (შემოდგომის
სემესტრი) და ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში გამოცხადებულ
კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსს (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) გაივლის ერთხელ; აპლიკანტის
ჩარიცხვა მოხდება მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტით.
საბუთების ნუსხა და რეგისტრაცია:
შიდა
მობილობის/რიგგარეშე შიდა მობილობის ფარგლებში კონსერვატორიის სხვა პროგრამიდან/სპეციალობიდან გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნოს:
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე:
ა)
რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა 1);
ბ)
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ)
კონკურსში (შემოქმედებით ტური/გამოცდა) მონაწილეობის
საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე:
ა)
შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემული სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი (სემესტრების მიხედვით);
ბ)
განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე (იხ. ფორმა 2).
→ 2026-2027 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა
რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა (საშემსრულებლო BA)
საგამოცდო კომისია
ინფორმაცია შემოქმედებითი
ტურის შედეგების მიღების შესახებ
რეპეტიციები: საშემსრულებლო ხელოვნება
შემოქმედებითი ტურების სრული განრიგი
ინდივიდუალური განრიგი საშემსრულებლო ხელოვნება
შემოქმედებითი ტურების შედეგები:
სოლო აკადემიური სიმღერა:
რეიტინგული შედეგები:
სოლო აკადემიური სიმღერა
სოლო აკადემიური სიმღერა
გაიგე მეტი
საოპერო მომზადება
გაიგე მეტი
საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები
გაიგე მეტი
სიმებიანი საკრავების მიმართულება
გაიგე მეტი
სპეციალური ფორტეპიანო
გაიგე მეტი
კამერული ანსამბლი და კვარტეტი
გაიგე მეტი
საკონცერტმაისტერო დაოსტატება
გაიგე მეტი
აკადემიური გუნდის დირიჟორობა
გაიგე მეტი
სავალდებულო ფორტეპიანო
გაიგე მეტი
კომპოზიციის მიმართულება
გაიგე მეტი
მუსიკის თეორია
გაიგე მეტი
მუსიკის ისტორია
გაიგე მეტი
ქართული ხალხური მუსიკა
გაიგე მეტი
საეკლესიო მუსიკა
გაიგე მეტი
ჯაზის ხელოვნება
გაიგე მეტი
კონტაქტი