აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf ფორმატში; გარდა ფოტო/აუდიო/ვიდეო ფაილებისა);
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4. მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (შესაბამისი მიმართულებით ან მონათესავე დარგში: სწავლის სფეროების კლასიფიკატორით 0215.1.8 – 0215.1.18 კოდებით განსაზღვრული სწავლის სფეროები). საზღვარგარეთ განათლებამიღებულ პირთათვის – შესაბამისი დიპლომის ასლი და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
5. უცხო ენის და/ან ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დეტალებისთვის იხ. მუხლი 4.3.);
6. ფოტოსურათი (ზომით 3 x 4) ელექტრონული (JPG) სახით;
7. მომავალი ხელმძღვანელის/ების თანხმობა და სადისერტაციო ნაშრომის სათაური (ივსება სარეგისტრაციო ფორმაში);
8. მუსიკოლოგიური კვლევებისა და კომპოზიციის სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.1 და დანართი №3.2); 9. საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს: 1) საპროექტო განაცხადი (იხ. დანართი №3.3) და 2) შემოქმედებითი ტურში შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი ქრონომეტრაჟის მითითებით; 10. პორტფოლიო/გამოცდილება – სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო- კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება:
– მუსიკოლოგიური კვლევების სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გამოქვეყნებული სულ მცირე ერთი სტატია, საკონფერენციო მოხსენების ტექსტი და/ან სწავლების წინა საფეხურზე მომზადებული რეფერატი (ასევე სერტიფიკატები, კონფერენციების პროგრამები, სტატიების სატიტულო გვერდები/ სარჩევი და ა.შ.).
– კომპოზიციის სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: ნაწარმოებების ჩამონათვალი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, მათ შორის, ორი საპრეზენტაციო ნაწარმოები (პარტიტურები, ანოტაცია, აუდიო-ვიდეო ფაილი), სერტიფიკატები, ჯილდოები, აფიშები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, პარტიტურები, სანოტო გამოცემების, სტატიის სატიტულო გვერდები და სარჩევი, აუდიო-ვიდეო მასალა და ა.შ.
– საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საკონცერტო/საშემსრულებლო აქტივობების დამადასტურებელი საბუთები (საკონცერტო პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, დისკოგრაფიის სია, პრესა და ა.შ.).
11. მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი (იხ. რეკვიზიტები); 12. დამატებითი მოთხოვნა საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით: აპლიკანტმა აუცილებელია წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად არის შემოქმედებითი ტურზე წარმოდგენილი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი/ თანახელმძღვანელი/ დირიჟორი/ ქორმაისტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი ტურზე არ დაიშვება.
13. საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ აპლიკანტი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს თავისი საგამოცდო პროგრამის ნოტები (5 ასლი ფიზიკური სახით, აუცილებლად იმავე რედაქციით) კომისიის წევრებისთვის
14. დოქტორანტს მიღების დროს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით.
– აღიარებას ექვემდებარება საერთაშორისო სერტიფიკატები, კერძოდ: TOEFL-ის, IELTS-ის, PTE General-ის, CAMBRIDGE FCE-ის, CPE-ის, CAE-ის, DELF/DALF-ის, ÖSD-ის, TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), GOETHE-ZERTIFIKAT, DELE (B2), eLADE (B2), CILS, CELI, PLIDA და სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – CERTUS.
– უცხო ენის სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამის სრული კურსი გავლილი აქვს რომელიმე უცხო ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენაზე ან დაგროვებული აქვს არანაკლებ 60 ECTS უცხოეთში სწავლის პერიოდში. დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
– დოქტორანტობის კანდიდატმა, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, უნდა წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შენიშვნა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე საპროექტო განაცხადის/ საშემსრულებლო ტურში შესასრულებელი ნაწარმოების ჩამონათვალის გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა!