note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
სიახლეები
გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სექ 22, 2025

გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო
კონსერვატორიის ისტორიის და თეორიის მიმართულებები 2025 წლის 12 დეკემბერს ატარებენ  გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას 

„გია ყანჩელის მემკვიდრეობა XX საუკუნის კულტურის კონტექსტში“

 კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება როგორც საკუთრივ გია ყანჩელის პიროვნებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ თემატიკას მე-20 საუკუნის კულტურის კონტექსტში, ისე ყანჩელის მუსიკალური მემკვიდრეობის რეცეფციას 21-ე საუკუნეში, მისი ნაწარმოებების ინტერპრეტაციის საკითხებს, ყანჩელის ფენომენთან ასოცირებულ ინტერდისციპლინურ და ინტერკულტურულ კვლევებს. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი მოხსენებების სახით: 

მოთხოვნები:

 *თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვისა; შრიფტი - სილფაინი, ზომა - 12, დაშორება - 1,5; 

* მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვ.-ს; 

* კონფერენციის მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე; 

* შევსებული განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: science@tsc.edu.ge; 

გადმოწერეთ განაცხადის ფორმა

* გამოგზავნისას SUBJECT ველში აუცილებლად მიუთითეთ: „გია ყანჩელის მემკვიდრეობა XX საუკუნის კულტურის კონტექსტში;

* მიუთითეთ მონაწილეობის ფორმა- დასწრებული თუ დისტანციური. 

* კონფერენციაზე იმუშავებს კონკრეტულ პრობლემატიკაზე ორიენტირებული სექციები.

 მნიშვნელოვანი თარიღები: 

* სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 25 ნოემბერი.

* ინფორმაცია კონფერენციაზე დაშვების შესახებ აპლიკანტს ეცნობება არაუგვიანეს 1 დეკემბერისა. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი რჩეული მოხსენებები დაიბეჭდება კონსერვატორიის სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში „მუსიკოლოგია და კულტუროლოგია“ https://gesj.internet-academy.org.ge/ge/title_ge.php?b_sec=&section_l=muz

კონფერენციის ორგანიზატორები: 

თსკ მუსიკის ისტორიის მიმართულება, პროფესორი მარინა ქავთარაძე, ტელ. : 599784450, ელ. ფოსტა: marina.kavtaradze@tsc.edu.ge 

თსკ მუსიკის თეორიის მიმართულება, პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი ელ. ფოსტა marika.nadareishvili@tsc.edu.ge 

თსკ კვლევის კოორდინაციის დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი მაია სიგუა ელ. ფოსტა: science@tsc.edu.ge


სხვა სიახლეები

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

ოქტ 27, 2025

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

+ გაიგე მეტი
ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე

ოქტ 23, 2025

ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე

+ გაიგე მეტი
კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ოქტ 22, 2025

კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

+ გაიგე მეტი