note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
სიახლეები
ვ. დონაძისა და პ. ხუჭუას დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სექ 22, 2025

ვ. დონაძისა და პ. ხუჭუას დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულება 2026 წლის 20 თებერვალს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას  „პიროვნება და საზოგადოება დროის კონტექსტში“ , რომელიც ეძღვნება  ვლადიმერ დონაძისა და პავლე ხუჭუას
დაბადებიდან 120 წლისთავს. 

  1925 წელი ორი გამოჩენილი მუსიკისმცოდნის, ვლადიმერ დონაძის და პავლე ხუჭუას დაბადების წელია, რომელთა მოღვაწეობამ უდიდესი როლი შეასრულა ქართული ისტორიული მუსიკისმცოდნეობის ფორმირებასა დაგანვითარებაზე.
თითოეულმა მათგანმა შექმნა სკოლა, რომლის მემკვიდრეებიც იყვნენ და არიან დღეს მოღვაწე ქართველი მუსიკოლოგი ისტორიკოსები.

  კონფერენციის ორგანიზატორები მიესალმებიან თემატიკას, რომელიც უკავშირდება, როგორც საკუთრივ ლადო დონაძისა და პავლე ხუჭუას მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებს, მათ პიროვნულ ასპექტებს, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, პუბლიცისტიკას, ურთიერთობას გამორჩეულ მოაზროვნეებთან და მუსიკოსებთან მათ დროსა და სივრცეში, მოგონებებს,
ისე მათი ნაშრომების პრობლემატიკის განხილვას ისტორიულ
რეტროსპექტივაში, მუსიკოლოგიის ისტორიის სხვადასხვა ასპექტებს და მის აქტუალურ პრობლემებს თანამედროვე კონტექსტში - ყველაფერი ეს მომავალ კონფერენციაზე განხილვის თემებად შეიძლება იქცეს.

მოხსენებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი სახით.

მოთხოვნები:
* თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას; შრიფტი -
სილფაინი, ზომა - 12, დაშორება - 1,5.
* მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვ.-ს;
* შევსებული განაცხადი  გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: science@tsc.edu.ge;

გადმოწერეთ განაცხადის ფორმა

* გამოგზავნისას SUBJECT ველში აუცილებლად მიუთითეთ:
„პიროვნება და საზოგადოება დროის კონტექსტში“- დონაძე-ხუჭუა;
* მიუთითეთ მონაწილების ფორმა- დასწრებული თუ
დაუსწრებელი/დისტანციური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

* სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 18 დეკემბერი.
* ინფორმაცია კონფერენციაზე დაშვების შესახებ აპლიკანტს ეცნობება არაუგვიანეს 27 დეკემბრისა.


კონფერენციაზე წარმოდგენილი რჩეული მოხსენებები დაიბეჭდება
კონსერვატორიის სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში „მუსიკოლოგია და კულტუროლოგია“ - https://gesj.internet-academy.org.ge/ge/title_ge.php?b_sec=&section_l=muz

კონფერენციის ორგანიზატორი:

მუსიკის ისტორიის მიმართულება
პროფესორი მარინა ქავთარაძე, ტელ.: 599784450, ელ. ფოსტა: marina.kavtaradze@tsc.edu.ge

თსკ კვლევის კოორდინაციის დეპარტამენტი
ასოც. პროფესორი მაია სიგუა
ელ. ფოსტა: science@tsc.edu.ge


სხვა სიახლეები

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

ოქტ 27, 2025

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

+ გაიგე მეტი
ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე

ოქტ 23, 2025

ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე

+ გაიგე მეტი
კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ოქტ 22, 2025

კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

+ გაიგე მეტი