ვებგვერდი ამ ეტაპზე მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ
note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
სიახლეები
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულება გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე მუსიკა საზღვრების გარეშე: კვლევა, შემოქმედება, ინტერპრეტაცია.

აგვ 06, 2026

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულება გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე მუსიკა საზღვრების გარეშე: კვლევა, შემოქმედება, ინტერპრეტაცია.

დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკოლოგიის განვითარებაში. მისი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომები დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვანი კვლევებისა და პროფესიული დიალოგის საფუძველს.

კონფერენცია პატივს მიაგებს გამოჩენილი მეცნიერის მემკვიდრეობას. მისი მიზანია მუსიკოლოგიის, კომპოზიციის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკალური კულტურის აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო და შემოქმედებითი დისკუსიის წარმართვა პროფესორ დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძის სამეცნიერო მემკვიდრეობისა და მის მიერ დამკვიდრებული აკადემიური ტრადიციის გაგრძელების კონტექსტში.

 

მონაწილეობა შეუძლიათ - აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალს, ასევე, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებ (მათი ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში)

 

ფორმატი:  პირისპირ და ონლაინ

მოხსენებისთვის გამოყოფილი დრო - 25 წთ (20 +5 წთ. დისკუსიისთვის)

რეგისტრაციისთვის ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და გამოგზავნეთ განაცხადის ფორმა https://docs.google.com/document/d/18r-sSmQmN6FW92XZu9-6U6wBHGc0YGfz/edit

 

აბსტრაქტი არაუმეტეს 250 სიტყვისა, შრიფტის ზომა - 12, ფონტი - Sylfaen, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.15

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

ჩატარების დრო -  6 ნოემბერი, 2026

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა

კონფერენციაზე დაშვებულ აპლიკანტებს პასუხი ეცნობებათ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა

 

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: science@tsc.edu.ge