note icon ელექტრონული ჟურნალი check icon მიღება partner icon პარტნიორები calendar icon აკადემიური კალენდარი
facebook icon
Eng
menu icon
სიახლეები
ცხადდება კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის  დეკანის არჩევნები

სექ 25, 2025

ცხადდება კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ცხადდება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

  კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება კონსერვატორიაში 2025 წლის 17 ოქტომბერს 10:00 საათზე და დასრულდება  2025 წლის 22ოქტომბრის 18:00 საათზე (კვირის გარდა, მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი №216). სარეგისტრაციო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადმოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:konkursi@tsc.edu.ge);

ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 2025 წლის 27 ოქტომბერს, 14.00-დან 17.00 სთ-მდე. 

საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში

სხვა დეტალები იხილეთ მიბმულ ფაილში

ასევე იხილეთ განაცხადის ფორმა

როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს  შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით.  ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების  საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით. (იხ. განაცხადის ფორმა აქ –  ფიზიკ.-პირ.-დამკვირვებლად-რეგისტრაციისას-განცხადების-ფორმა 

იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება  (იხ.დანართი – იურ. პირი დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა ).

ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას  განახორციელებენ.

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.

დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge

 

 

 

სხვა სიახლეები

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

ოქტ 27, 2025

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

+ გაიგე მეტი
ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე

ოქტ 23, 2025

ცხადდება მიღება მოსამზადებელ კურსზე

+ გაიგე მეტი
კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ოქტ 22, 2025

კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

+ გაიგე მეტი