საყვირზე დაკვრის ტექნიკური სავარჯიშოების კრებულში თავმოყრილია
ავტორის მიერ წლების მანძილზე საშემსრულებლო და პედაგოგიურ პრაქტიკაში
გამოყენებული მასალა. სასწავლო-მეთოდური შინაარსის გამოცემა ქართულ და
ინგლისურ ენებზეა, განკუთვნილია კონსერვატორიის საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამების სტუდენტებისთვის, მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისა და
პროფესიონალი მესაყვირეებისთვის.